ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ეპოქალურს უწოდებს სინოდის სხდომაზე მომხდარ ამბებს, რაც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის და მეუფის პეტრე ცაავას გადაყენებას ეხება.
მოროშკინა აცხადებს, რომ მოღალატე მღვდელმთავრების შესახებ, დიდი ხანია, ცნობილი იყო, თუმცა გაცნობიერება მაინც ჭირდა:
„ვინც ვერ ხვდება, 31.10.2019-ს ეპოქალური ამბავი მოხდა! რუის-ურბნისის ისტორია ყველამ ვიცოდით, მოღალატე მღვდელმთავრებისაც, მაგრამ გვიჭირდა გაცნობიერება…
დღეს ყველაფერი დალაგდა!
პატრიარქი-ჩვენი სიწმინდეა, რომელიც გაიმეტეს…
დღეს საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ „ნაციონალები“ საშიში სექტაა, მიშა კი ყველაფერზე წამსვლელი !
დღეს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუ ვინ ურევს ქვეყანაში!
მარცხენა ლოყა, არა კვახი!
ან ახლა გავიხსენებთ ვისი გორისა ვართ,
ან ახლა დავანთებთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სანთელს,
ან ახლა გადავეფარებით ფარად ჩვენს კეთილ მწყემსს, ან არადა
ფურთხის კი არა გადაშენების ღირსნი ვართ!“ _ წერს ლალი მოროშკინა.