ირკვევა, რომ ლანჩხუთელი თემურ ლორია და თენგიზ პატარაია ისევ ერთად გაწვრთნიან ჩოხატაურის “ბახმაროს”, რომელიც ამჟამად მესამე ლიგაში უმძიმეს მდგომარეობაშია და 2 ქულით, თითქმის უიმედო აუტსაიდერთა შორისაა.
ლანჩხუთელი სპეციალისტების დანიშვნა საუკეთესო შანსია, რომ ჩვენმა თანაკუთხელებმა ლიგაში დარჩენა მოახერხონ. პრინციპში, დიდი სხვაობა არც საპლეიოფე ზონასთანაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონატი ორ წრედ ტარდება, “ბახმაროსთვის” მესამე ლიგაში დარჩენაც ჩინებული შედეგი იქნება. არადა, რამდენიმე წლის წინ, როცა თემურ ლორია ჩოხატაურში ჩავიდა და მალევე მის თანაშემწედ თენგიზ პატარაია დაინიშნა, გუნდს, ალბათ, არსებობის ისტორიაში, საუკეთესო ხანა დაუდგა. შარშანწინ სულაც ლიგა 2-მდე დაწინაურება შეეძლოთ ჩოხატაურელებს, მაგრამ პლეი ოფში ვეღარ იმარჯვეს.
ბოლო წლებში მათ ერთად და ცალ-ცალკე “გურიას” ზედა ლიგაში დაწინაურებაც შეძლეს, მათ შორის ქვეყნის მთავარ ლიგაშიც კი.
რაც ლორია-პატარაიამ “ბახმარო” დატოვა, კლუბს მძიმე კრიზისი დაეწყო და გასაკვირი სულაც არაა, ჩოხატაურში ლანჩხუთელ ტანდემს ისევ რომ უხმეს.