21-22 აპრილს ხაშურმა საქართველოს ჭაბუკთა პირველობას უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 51 კგ. წონით კატეგორიაში, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის (დირექტორი დიტო მარშანიშვილი) აღსაზრდელმა თაზო ღლონტმა გაიმარჯვა. ლანჩხუთელმა ფალავანმა ფინალურ ასპარეზობაში აჭარის წარმომადგენელი ბესო მახარაძე დაამარცხა.
ცნობისთვის, თაზო ღლონტმა, რომლის პირადი მწვრთნელიც დავით მჟავიაა, უკვე მეოთხედ ირგუნა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.