ჭიათურაში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, 62 კგ.წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი მახარაძემ ირგუნა.
პირადი მწვრთნელის დავით მჟავიას ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაში ლანჩხუთელმა ფალავანმა საქართველოს ნაკრების წევრი, ბათუმელ მეტოქეს სძლია სუფთა გამარჯვებით.
„ჩემპიონობა შეეძლო ჩვენი გუნდის კიდევ ერთ მოჭიდავეს თამაზ აბაშიძეს (68 კგ-ში), რომელმაც ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო, თან ყველა აშკარა უპირატესობით, მაგრამ ფინალი, რომელსაც თავიდან 4:0 იგებდა კიდეც მასპინძელთა გუნდის წარმომადგენელთან გაფრინდაშვილთან, დაძაბულ შეხვედრაში 6:8 დათმო“- აღნიშნა ლანჩხუთელთა მწვრთნელმა დავით მჟავიამ.