დღეს, ათენში სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ კადეტებს შორის. შეჯიბრის პირველი დღე ბერძნულ-რომაული სტილის 50-54-58-63-100 კგ მოჭიდავეებს დაეთმობა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობას იცავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, სპორტული ცენტრის აღზრდილი (მწვრთნელი ზაზა ღლონტი) გიორგი შოთაძე (58 კგ), რომელმაც ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ხორვატი ლუკა პრისჰისტალი 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მერვედფინალში შოთაძის მეტოქე ყაზახი ადილერ სისიმბაევი იქნება.