ლანჩხუთელ აბიტურიენტებს, რომლებმაც ბანკეტის თანხა მშვიდობიანი აქციისთვის გადარიცხეს, ემიგრანტები დააფინასებენ, _ ამის შესახებ ფეისბუქჯგუფში This is ლანჩხუთი, ჯგუფის დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე წერს.
“ის მეთორმეტე კლასელები დამიკავშირდით პირადში, ვინც ბანკეტის თანხა აქციისთვის გადარიცხეთ. ემიგრანტებმა გადაწყვიტა რომ დაგიფინანსოთ ყველაფერი, ასევე მასწავლებლებმა სურვილი გამოთქვა დარჩენილი დრო გამოცდებამდე, უსასყიდლოდ მოგამზადოთ ყველაფერში”, _ წერს ნინია ბარამიძე.