ლანჩხუთში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვლილი ექიმი-კარდიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი დალი ქანთარიაა.
“შენთან ურთიერთობა მართლაც რომ უდიდესი ფუფუნება და სიამოვნება იყო… არა მხოლოდ ექიმთან, არამედ, როგორც ადამიანთან, რომელსაც შეეძლო ბოლომდე გაეთავისებინა სხვისი სატკივარი და ასევე ბოლომდე დახარჯულიყო სხვისთვის. მადლობა ყველა იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის უანგაროდ გიკეთებია. მადლობა ჩემს მშობლებზე გაწეული შეუფასებელი ამაგისთვის. შენ ჩვენთვის მუდამ დარჩები სიმბოლოდ ექიმობის, ღირსების, კეთილშობილების და პროფესიონალიზმის” – წერს სოციალურ ქსელში მანანა ჩხაიძე.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.