ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილიში მცხოვრები ნინა გოგუაძე დღეს 103 წლის გახდა.
თარიღთან დაკავშირებით ქალბატონ ნინას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე სახლში ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს, _ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“შურა ბებოს, რომელსაც დღეს 103 წელი შეუსრულდა, 20-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს საჩუქრებისა და მილოცვისათვის.
შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1000 (ათასი) ლარი დაერიცხება”, _ წერია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.