დღეს გორში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.
აღნიშნულ ტურნირში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ოთხი ფალავანი მონაწილეობდა და ოთხივე მათგანი საპრიზო ადგილს დაეუფლა. საქართველოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ოთარ ჯანელიძემ 67 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. თამაზ აბაშიძემ კი 77 წონით კატეგორიაში აიღე მესამე სინჯის მედალი, ხოლო გიორგი მახარაძემ იგივე 82 წონით კატეგორიაში შეძლო.
ცნობისთვის, აბაშიძე და მახარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატშიც ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი თაზო ღლონტი (60 კგ. წონითი კატეგორია) ამჯერადაც ტრავმით თამაშობდა და ალბათ, ამიტომაც არის, რომ ფავორიტი ფალავანი მესამე ადგილს დასჯერდა.