არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილს ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. 24% მიიღო გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა ელგუჯა კალანდარიშვილმა, ხოლო ლია მუხაშავრიამ, რომელსაც უპოზიციური პარტიების უმრავლესობა უჭერდა მხარს 14%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
პროპორციული შედეგების მიხედვით, დაახლოებით 52% აიღო “ქართულმა ოცნებამ”. 3600-ზე მეტი ხმა დააგროვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მესამე ადგილზე კი პარტია “საქართველოსთვის” გავიდა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, 1500 ხმა აიღო და შესაძლოა საკრებულოში ორი წევრი გაიყვანოს. 630 ხმა აიღო პარტია “ლელომ” და ის, დიდი ალბათობით, ერთი წევრით იქნება მომავალ საკრებულოში წარმოდგენილი.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, აქ ცხრავე მაჟორიტარულ უბანზე “ოცნების” კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება.
[sexy_author_bio]