2022 წლის “ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა. აღნიშნული ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ფირცხალაიშვილმა მოიპოვა.
ინტელექტ- ჩემპიონატის მონაწილე ყველა მოსწავლე ეტალონის სპეციალური “ონლაინ სიგელით”, ხოლო მეორე ეტაპში- ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური კონკურსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.