სამტრედიიდან ლანჩხუთისკენ და პირიქით ავტომანქანებს არ უშვებენ. მძღოლების თქმით, მათ საპატარულო პოლიცია უთითებს, რომ სენაკი-ფოთის მიმართულებით უნდა გადაადგილდნენ.საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის თქმით, „ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის [ს-12] სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“