რამდენიმე საათის წინ ლანჩხუთელმა აქტივისტმა ნინია ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში უკრაინელი გოგონა შეიყვანეს, რომელიც გაუპატიურებული და სიგარეტით დამწვარი იყო.
„დღეს ლანჩხუთიში, ავერსში, მიიყვანეს უკრაინელი გოგო, რომელიც გაუპატიურებული იყო, სიგარეტით ჰქონდა მუცელი დამწვარი.
აი, ღმერთო ამოწყვიტე ჯიშ-ჯილაგიანად ასეთი ღორისშვილები!
ცოცხი კი არა ეგეთ ნაბიჭვარზე ყველაფერი ალალი იყოს! მართლა უნდა აწვა სიგარეტები მთელ სახეზე”,_ დაწერა ნინია ბარამიძემ.
„გურია ნიუსი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით „მედალფას“ კლინიკის ხელმძღვანელს რევაზ კვერენჩხილაძეს დაუკავშირდა,რომლის თქმითაც პაციენტი შეყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ირკვევა, რომ შემთხვევა წუხელ ღამის საათებში მოხდა.
„შემოიყვანეს გოგონა უგონო მდგომარეობაში, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ადგილზე სამართალდამცავები გამოვიძახეთ, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, შემდგომ კი ბათუმის კლინიკაში მოხდა მისი გადაიყვანა. სხვა დეტალების გარკვევა სამართალდამცავ უწყებაში შეგიძლიათ,“– გვითხრა კვერენჩხილაძემ.
„გურია ნიუსი“ დეტალების გასარკვევად შსს-ს პრესსამსახურთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
ავტორი