დღეს ვაქცინაციის პროცესი ლანჩხუთის სოფლის ამბულატორიებშიც დაიწყო.
„გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ იმუნიზაცია ნიგოითის, აკეთის და აცანის სოფლების ამბულატორიებში დაიწყება.
„10:00-13:00 – ნიგოითი, 13:30-15:30 – აკეთი, 16:00 – 18:00 – აცანა.
ამბულატორიები აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით. სოფლებში ადგილზე ვაქცინაცია ამჯერად სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი. ვაქცინა უკეთდებათ მსურველებს, ვისთვისაც რთულია ასაცრელად ქალაქში ჩამოსვლა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
კორონავირუსზე ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“.
[sexy_author_bio]