ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი შოთი გვარჯალაძე საქართველოს (U-17) 17 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო სკოლა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები კვიპროსში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს 11 და 13 თებერვალს.