სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რეგიონული შეჯიბრება ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთმა უმასპინძლა მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.
ბადმინტონში ბიჭებს შორის პირველი ადგილი ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილზე ოზურგეთის დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გოგონებს შორის პირველ ადგილზე ლანჩხუთის აკეთის საჯარო სკოლის, მეორეზე კი ოზურგეთის დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
მაგიდის ჩოგბურთში ბიჭებს შორის პირველ ადგილი ლანჩხუთის ჩოჩხათის საჯარო სკოლის გუნდს ერგო, მეორეზე ჩოხატაურის საჭამიასერის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ოზურგეთის ასკანის საჯარო სკოლას ერგო.
რაც შეეხება გოგონებს, აქ პირველი ადგილი ლანჩხუთის აცანის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ჩოხატაურის ხიდისთავის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამეზე ოზურგეთის ასკანის სკოლის გუნდი გავიდა .
მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.