,,ლანჩხუთის ცოცხალი მემატიანე, მერაბ წულაძე გარდაიცვალა”-ინფორმაციას ლანჩხუთის სპორტის მუზეუმის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების შესახებ სპორტული ცენტრისა და სპორტის მუზეუმის თანამშრომლები ავრცელებენ.
,,ღრმა გულისტკივილს გამოვთქვამთ ბატონ მერაბ წულაძის გარდაცვალების გამო. მას დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის ჩამოყალიბების საქმეში. იყო სპორტზე უზომოდ შეყვარებული, შეგროვებული ქონდა ლანჩხუთის სპორტის ისტორია ყველა სახეობაში. განსაკუთრებით შეყვარებული იყო ფეხბურთზე და გამოსცა წიგნი ,,წერტილი რუკაზე”, რომელიც დღესაც აქტუალობას არ კარგავს და ძალიან მოთხოვნადია. ასევე არის რამდენიმე წიგნის ავტორი და იყო ლანჩხუთის ისტორიის ცოცხალი მემატიანე, უპატიოსნესი პიროვნება და არაჩვეულებრივი მეგობარი.
მუზეუმში ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება და გვქონდა შეხვედრები სპორტის კორიფეებთან, მისი თაოსნობით მუზეუმს სტუმრად ყავდა ჭიდაობის ლეგენდა, მსოფლიო ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც მსოფლიოს არაერთგზის შემოუარა. მას კიდევ არაერთი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო რომ არა ავადმყოფობა. ლანჩხუთს დააკლდება ღირსეული ადამიანი”-წერენ ისინი.