ლანჩხუთში 4 სკოლა და 8 საბავშვო ბაღი დახურულია.
„გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევები როგორც აღსაზრდელებში, ასევე პედაგოგებში დაფიქსირდა.
„4 სკოლა სრულად გადასულია დისტანციურ სწავლებაზე და რამდენიმე არის ჰიბრიდულზე. 8 საბავშვო ბაღი არის დახურული. სანამ სწავლა დაიწყებოდა 3 ბაღის პერსონალში დაფიქსირდა ინფიცირება და ამიტომ არ გავხსენით თავიდანვე. 5 მერე დაემატა. ინფიცირების შემთხვევები არის როგორც აღსაზრდელებში, ასევე პედაგოგებში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
[sexy_author_bio]