ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ლანჩხუთის მერის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი ლიდერობს.
39 უბნიდან დათვლილია 23 უბანი. ალექსანდრე სარიშვილს ხმების 61,02 პროცენტი აქვს, „საქართველოსთვის“ კანდიდატს ელგუჯა კალანდარიშვილს _ 23,99%, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს “ტრიბუნადან” ლია მუხაშავრიას _ 14,99%.