ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ძირითადად, ინფიცირების შემთხვევების 80% ძველი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 2585 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2291 ადამიანი, გარდაცვლილია 40. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 254 შემთხვევა.
[sexy_author_bio]