ლანჩხუთში ინფიცირების ახალი შემთხვევები ისევ მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 6762 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6217 პაციენტი, გარდაცვლილია 77. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 468 შემთხვევა.