ლანჩხუთში, ე.წ. აგარაკის სასაფლაოზე აფხაზეთის ომის გმირის საფლავი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი დარეჯან ბურჭულაძე ავრცელებს.
“ამას სახელი არა აქვს!
ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს!
ამ წუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას დედა შემხვდა აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ არ მეგონაოო..
იმასაც ამბობდა როგორც დედა, ვიღაცამ გაჭირვებულმა, ნორმალური ვინ იზამდა, ციხე რისი გულისთვის აიკიდა? რომ გამომიჩნდეს ვაპატიებ და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერიებ, მეცოდება, ფულიზა ქნა აიო.
გმირის დედაა.”_წერს დარეჯან ბურჭულაძე.
[sexy_author_bio]