ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 37 შემთხვევა, საიდანაც 9 კლინიკაში მკურნალობს, 28 კი ბინაზე.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2345 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2269 ადამიანი, გარდაცვლილია 39.