ლანჩხუთში ამ დროისთვის ინფიცირების არცერთი აქტიური შემთხვევა არ არის. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“დღეს ვნახოთ რა იქნება. გასულ კვირას იყო ინფიცირების 2 აქტიური შემთხვევა, დღეისთვის არცერთი არ გვაქვს”,_ განაცხადა მენაღარიშვილმა.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლანჩხუთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსის 10847 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10764, გარდაცვლილია 83 პაციენტი.