ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში 76 კოვიდპაციენტია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2387 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 2272 ადამიანი, გარდაიცვალა 39.