ლანჩხუთში, ხიდმაღალას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ნანა ვასაძეს ოპოზიცია კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩეევნო აგიტაციაში ადანაშაულებს.
მათი არგუმენტით, ნანა ვასაძის საცხოვრებელი სახლის წინ “ქართული ოცნების” სიმბოლიკებიანი დროშა ფრიალებს.
ამ ფაქტის თაობაზე ოპოზიციამ უკვე მიმართა ლანჩხუთის #61 საჩლქო საარჩევნო კომისიას.
„საჩივარი შემოსულია და მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხთან დაკავშირებით”, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ კომენტარში საოლქო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ბისიეშვილი.
რაც შეეხება ნანა ვასაძეს, „გურია ნიუსმა„ მისგანაც სცადა პოზიციის მოსმენა, თუმცა, ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ვასაძეს კომისიის წევრობის დათმობაც მოუწევს და კანონსაწინააღმდეგო წინასაარჩეევნო აგიტაციისთვის ფულადი ჯარიმის გადახდაც.
[sexy_author_bio]