სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ლანჩხუთში ერთგვარ ტრადიციად იქცა სკვერებში სკამების დაზიანება.
როგორც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამჯერად მერიის შენობის წინ მდებარე პარკშია დამტვრეული სკამი. ახალი წლის დღეებში კი, დაუდგენელმა პირებმა თუ პირმა, სადღესასწაულო განათებებიც დააზიანა ქალაქის ცენტრალურ პარკში, მანამდე კი არაერთხელ დაფიქსირდა სკამების დამტვრევის ფაქტი.
ქალაქის ცენტრში, მერიის წინ მდებარე სკვერში, სკამი დაამტვრიეს.
“სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ გვიწევს აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება. ჯერ იყო და საახალწლო განათებები დააზიანეს, ახლა კიდე სკვერში არსებული სკამი. სამწუხაროა, როცა ასე ექცევიან ჩვენს ქალაქს და ხელს უშლიან მის განვითარებას და სილამაზეს”-ამბობენ კეთილმოწყობის სამსახურში.