თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ლანჩხუთში მმართველი გუნდი და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ.
ამავე შედეგების მიხედვით, ლიდერობს ასევე „ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილიც. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჭყონაგორის #20 საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 382-ია, არჩევნებში მონაწილეობა 239 ადამიანმა მიიღო. აქედან „ოცნების“ სასარგებლოდ საკუთარი არჩევანი 142 -მა დააფიქსირა. 34 ხმა აიღო ენმ-მა. 27 ხმა აქვს გახარიას პარტიას. 10 ხმა კი „ლელომ“ აიღო.
ამავე უბანზე 118 ხმა აქვს მიღებული „ოცნების“ მერობის კანდიდატს, 97 ხმა _ გახარიას პარტიის წარმომადგენელს, ხოლო ლია მუხაშავრიას _ 13 ხმა.
ზაზა წულაძემ, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია 166 ხმა აიღო. ღრმაღელის #25 საარჩევნო უბანზეც კი, სადაც 723 ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, წინასწარი მონაცემით, 336 ხმა „ოცნების“ სასარგებლოდაა, 225 ხმა კი ენმ-ს აქვს.
[sexy_author_bio]