ლანჩხუთში ქორწილის კლასტერი ფართოვდება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აკეთში გამართულ ქორწილში 30-მდე ადამიანი დაინფიცირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კი კორონავირუსის 41 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.
„ფართოვდება ლანჩხუთში ქორწილის კლასტერი. 30-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. იმდენი ხალხი იყო ერთმანეთში ხდება გადაცემა. პირველადი წყაროების ოჯახის წევრებსაც უდასტურდებათ. სხვა წყაროებიც ემატება, რადგან რეგულაციების დაცვა არ ხდება. ეს ქორწილის შემთხვევები უმეტესად აკეთშია გამოვლენილი, თუმცა სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა, რადგან ქორწილში მარტო აკეთის მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ და სხვა სოფლებიდანაც ჰყავდათ სტუმრები“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ამ დროისთვის ლანჩხუთში კორონავირუსის 2551 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 2288 ადამიანი, გარდაცვლილია _ 40. აქტიურია ინფიცირების 223 შემთხვევა, საიდანაც 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
[sexy_author_bio]