ლანჩხუთში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 21 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა ნახეს.
“სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ძალიან ჭკვიანი გოგო. ცოტა გულჩათხრობილი ბავშვი იყო. დილით ჩვეულებრივ ამდგარა. მერე შეგვიანებია და დედას მოუკითხავს. “კაშნეთ” ჩამოუხრჩვია თავი. ვერავინ ვერაფერს უკავშირებს თვითმკვლელობის მიზეზს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” წყარო.
როგორც “გურია ნიუსთან” ამბობენ, ოჯახს ოჯახში არანაირი ფინანსური პრობლემა არ ქონიათ.
“პირიქით, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობენ”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.