ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ერთ-ერთ საცხოვრბელ სახლში ხანძარი გაჩნდა. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციიით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.






























































