გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს.
პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: „გეკოს“ სისტემის 3 გადაჭრილი თოფი, 3 სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, 3 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და 3 ფალია.