ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც ბოლო ორი დღეა სტიქია მძვინვარებს, ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
„ელექტროენერგია არ მიეწოდება ლესის, ჩიბათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა.
მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად ადგილზე ეცნობა სტიქიის შედეგებს. მიმდინარეობს ზარალის დათვლა“- განმარტავენ ლანჩხუთის მერიაში.
ფოტოები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
[sexy_author_bio]