საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდებოდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში არ ყოფილა დაკონკრეტებული, თუ რომელ ქალაქსა თუ რეგიონში იმოქმედებდა აღნიშნული შეზღუდვა და შესაბამისად, ჩაითვალა, რომ აკრძალვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებდა.
ასე იყო ლანჩხუთის შემთხვევაშიც, თუმცა გუშინ სახელმწიფო უწყებებიდან დადასტურებული ინფორმაცია გუბერნატორის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააბათილა. მისი განმარტებით, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ დიდ ქალაქებში მოქმედებდა.
ასე რომ, ლანჩხუთში ამჟამად შიდა ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდება. თუმცა, დილის საათებში ამ მხრივ იყო გარკვეული გაუგებრობები.
[sexy_author_bio]