https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლანჩხუთის „გურია“, ლენინის მავზოლეუმი და ამერიკული ჯინსები

20:08; 4.08.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. „მობურთალებთან“ დაკავშირებული მოგონებები თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია. დღევანდელ ზაფხულის ცხელ დღეს, მინდა, შესაბამისი განწყობა შეგიქმნათ, ამიტომ რამდენიმე ტრადიციულ საფეხბურთო-სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ.

დათო ყიფიანს ხშირად მეტოქეები პერსონალურად ეთამაშებოდნენ. დათოს მინდორზე დაჭერას დიდი გმირობა უნდოდა. ყველა გუნდს ჰყავდა მიჩენილი დათოსთვის ფეხბურთელი. მინსკის „დინამოში” იყო ერთი ბოროვსკი, რომელიც თავგამოდებით ურტყამდა ყიფიანს მინდორზე. თენგიზ სულაქველიძე იხსენებდა:

„მინსკის „დინამოსთან“ ერთი თამაშის დროს დათომ დამიძახა. ჭომა (ასე ეძახდნენ სულაქველიძეს), მიმიხედე ერთი ამ ბოროვსკისო. რა თქმა უნდა, გასაგები იყო ყველაფერი. ათ წუთში გავიყვანე ის ბოროვსკი მინდვრიდან, თანაც „ნასილკით“, მოვაცილე დათოსაც და იქაურობასაც. დავინახე, ჩემს მოსაკლავად მოვიდა, მეც პატარა ავწიე ფეხი და ქე არ შემომაკვდა? რავა, ქართველებს „ხიტრობა“ გვაკლია ვითომ? “

რუსებზე ჩამოვარდა სიტყვა და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ კოპალეიშვილის ერთი სახალისო მოგონება გამახსენდა. ეს უკანასკნელი მაშინ ლანჩხუთის „გურიაში“ გამოდიოდა. „გურია“ საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობდა და ერთხელაც, მშობლიურ ქალაქში ომსკის გუნდს უნდა შეხვედროდა.

თამაშის წინა დღეებში „გურიის“ ერთ-ერთი მოღვაწე გარდაიცვალა. არც დაკრძალვის გადადება გამოდიოდა და არც შეხვედრის გადატანა. მასპინძლები სტუმრებს მოელაპარაკნენ და თამაში 19 საათის ნაცვლად 12 საათზე გადმოიტანეს. მატჩი „გურიამ“ მოიგო, შემდეგ ომსკელი კოლეგები დაკრძალვაზე წაიყვანეს, მერე, რა თქმა უნდა, ქელეხი იყო. რუს ფეხბურთელებს ისე მოეწონათ ქართული ღვინო, რომ მეტისმეტი დალევისაგან კინაღამ ინფარქტები ჩამოირიგეს. მეორე დღეს სტუმრები მასპინძლებმა აეროპორტში გააცილეს. გამოთხოვებისას ერთი „ისტორიული“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც თავად ვახტანგ კოპალეიშვილის სიტყვებით გადმოგცემთ:

– კაკოი უ ვას ვინო ხაროში ! – ამოიოხრეს სტუმრებმა.

– ტოლი ეშჩო ბუდეტ! – გაამხნევეს ლანჩხუთელებმა.

– კაგდა? – ისევ ამოიოხრეს რუსმა ფეხბურთლებმა.

– მი ჟე პრიედემ ვ ომსკ. – დაამშვიდეს მასპინძლებმა.

– პრიტაშჩიწე ვაშე ვინო! – გაუბრწყინდათ თვალები რუსებს.

სტუმრების სამწუხაროდ, ქართველმა მოთამაშეებმა „აუხსნეს“, რომ ქართული ღვინო ხანგრძლივ მგზავრობას ვერ იტანდა და ომსკში ჩატანამდე გაფუჭდებოდა. რუსებმა სულ მოიწყინეს, მიდგნენ ერთ კუთხეში, ითათბირეს, შემდეგ მათგან ყველაზე გაბედული და მამაცი ლანჩხუთელებს მიუახლოვდა: – დავაიწე, რებიატა, ვი ნე ბესპაკოიტეს, ნა პავტორნუიუ ვსტრეჩუ, აპიატ მი პრილეტიმო, – შესთავაზა (არ ინერვიულოთ ბიჭებო, განმეორებით მატჩზეც ლანჩხუთში ჩამოვალთო).

ლანჩხუთის „გურიაზე“ ჩაამოვარდა საუბარი და კიდევ ერთ „საფეხბურთო ამბავს“ მოგიყვებით. ამ „საინტერესო” ისტორიას თბილისის „დინამოს” მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი გაიხსენებს. ეს ის პიროვნებაა, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯს რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა. ეს ამბავი კი ბატონ ანზორს ლანჩხუთში მუშაობის დროს „შეემთხვა“.

„სამი წელი ვიმუშავე „გურიაში”. 1987-1990 წლებში მოსკოვში ჩავედით სათამაშოდ. გუნდის ადმინისტრატორი კაკო ორმოცაძე იყო, ორი ღერი რუსული არ იცოდა და სულ ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე, როცა უცხო ქალაქში მივდიოდით სათამაშოდ.

მოსკოვში დილით გავედით სასეირნოდ. ქალაქს ვათვალიერებდით და წითელ მოედანზე მოვხვდით. ლენინის მავზოლეუმთან უშველებელი რიგია გაჭიმული. კაკომ მკითხა, რა ხდებაო. ჯინსები იყიდება ნაღდი ამერიკული და იმიტომ არის ამხელა რიგი-მეთქი. „სიმონიჩ“, დავდგები რიგში და ერთ-ორ ჯინსს ვიყიდიო. კარგი, ოღონდ სასტუმროში მალე დაბრუნდი-მეთქი ვუთხარი და დავტოვე. რაღა გავაგრძელო და საღამომდე იდგა იმ რიგში კაკო ორმოცაძე, მერე საპატიო წრე დაარტყა ლენინის სარკოფაგს და გაცეცხლებული ამოვარდა სასტუმროში”.

საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში და უკრაინაში ხშირად უწევდათ თამაში. „მესამე ტაიმიც” ანუ შეხვედრები ადგილობრივ ლამაზმანებთან არაერთხელ ჰქონიათ. ერთ-ერთ ასეთ ამბავს იხსენებს თბილისის „დინამოს” ყოფილი მოთამაშე ფირუზ კანთელაძე:

„მაშინ საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. საკავშირო ჩემპიონატზე, ქალაქ დონეცკში გვაქვს შეხვედრა. დავბინავდით სასტუმროს მეორე სართულზე. მკაცრი უფროსი გვყავდა – ელოშვილი, თითქმის ყოველ საათს გვამოწმებდა, რომ განრიგი და საერთოდ, დისციპლინა არ დაგვერღვია. მოგეხსენებათ, ქართველი ბიჭები და უკრაინელი გოგონები ისტორიულად „უგებენ” ერთმანეთს და ისროდნენ ეს ნაზი სქესის წარმომადგენლები წვრილ კენჭებს ჩვენს ფანჯრებზე.

სასტუმროს შემოსასვლელი მკაცრად იყო დაცული, მთელი ჩვენი უფროსობა იქ ისხდა და გარეთ გასვლა გამორიცხული იყო. ერთი მეკარე გვყავდა, გადააბა ერთმანეთს რამდენიმე ზეწარი და პირსახოცი. ამოდის ჩვენს სართულზე მწვრთნელი და სადღა არიან ბიჭები? მარტო მე და წურწუმია (თანაგუნდელი) შევრჩით ხელში. გაგიჟდა კაცი, ხან აქეთ ეცა, ხან იქით და გადაიხედა ყოველი შემთხვევისათვის ფანჯრიდან. კინაღამ დასაბმელი გახდა. გადაბმულ „ლიფტზე” ეკიდა მთელი ჩვენი გუნდის ბიჭები და ასე „გუნდურად” მიდიოდნენ პაემანზე. ატყდა ამბავი, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და გვაპატიეს. მე და წურწუმია პირიქით, შეგვაქეს, კარგი ბიჭები ხართ, მაგათ რომ არ აჰყევითო. არ ავყევით კი არა, ვერ მოვასწარით“.

ჩინებული „ფეხბურთელი“ გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია. ბატონი ჯემალ ღაღანიძე  ხშირად იხსენებდა ერთ ფაქტს:

„ქუთაისში ვითამაშეთ ფეხბურთი და იპოლიტე ხვიჩია ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და „იპოლიტე! იპოლიტე!“ – ყვიროდა. კარში მე ვიდექი. ჩვენთან იყო ივანე ქურხული, რომელიც არ უშვებდა იპოლიტეს  კარისკენ, რომ ბურთი გაეტანა. როგორც იქნა, კიდევ ერთხელ დაწინაურდა იპოლიტე. დაარტყა იპოლიტემ ბურთს, მაგრამ ქურხულმა ფეხი წინ დაუხვედრა და უკან გაბრუნებული ბურთი იპოლიტეს მოხვდა სახეში. იგი წაიქცა, ამ დროს მეც წავიქეცი და ბურთი კარში გავიდა. გამწარებული იპოლიტე წამოხტა ფეხზე და დაიწყო სტადიონის გარშემო სირბილი. მე დავავლე გატანილ ბურთს ხელი და იპოლიტეს უკან გამოვეკიდე – გაჩერდით, ბატონო იპოლიტე,  დაწყნარდით, თქვენ გოლი გაიტანეთ–მეთქი“.

იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს „ტყავის ბურთის“ სიყვარულს აბრალებდა. იმხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც, მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა.

დღევანდელ წერილს არჩილ არველაძის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ, რომელიც მართალია არასპორტული ხასიათისაა, მაგრამ ამჟამინდელ ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობასთან გარკვეული მსგავსება გააჩნია.

„ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს, როგორც კი ვინმე არ მოგვეწონება, ფეხბურთელია ეს, მწვრთნელი, თუ მსაჯი, სულ გავაგდოთ, გავაგდოთო, ვიძახით. კი არ ვფიქრობთ, რომ უნდა ვაცალოთ, რომ თავისი თავი აჩვენოს. ქურთმა ქალმა როგორ უნდა გვაჯობოს?

რამდენიმე წლის წინ, დილის ხუთ საათზე, თათრის მოედანზე რომ სახაშეა იქ მივედი მეგობართან ერთად. იქიდან რომ გამოვბრუნდით, ორი ქურთი მეეზოვე ქალი დავინახეთ, რომლებიც ცოცხით ქუჩას ბდღვირს ადენდნენ. იქვე, სანაგვე ყუთის გვერდით, გრძელწვერიანი ბომჟი გაწოლილიყო და არხეინად ხვრინავდა.

ჩემი მეგობარი ხუმრობის ხასიათზეა, დეიდა, მაგ ცოცხს ის ბომჟიც არ გააყოლო, – უთხრა.

ქალმა ახლაღა შეამჩნია მხვრინავი ობიექტი და შეიცხადა- ვაი, ვაი, ვაი, ვაიიი, ეს აქ ვინ გადააგდო? ვაიი, რა ახალგაზრდა კასი გადაუგდიათ!

– აბა, აბა! – დაეთანხმა მეორე ქალი, – აი, ეგ რო ეხლა კარგად გარესხო, გაპარსო, გააშრო, მაგისი ხმარა კიდევ შეიძლება.

აი, ასეა, ყველამ ჩვენ უნდა გვაჯობოს? ”

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

„კარვის ქალები“

ყვავილები და პოლიტიკა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გამოცხადება დაიგვიანებს – რით ამშვიდებს აბიტურიენტებს NAEC და განათლების სამინისტრო

10:07; 6.02.2026
საზოგადოება

ძალაში აღარ შევა ცვლილება, რომელიც მასწავლებელს სკოლაში დასაქმებას 3 წლით უზღუდავდა

10:04; 6.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

9:53; 6.02.2026
საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო