“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა.(ა) ი.პ. საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას“ თანამშრომელს ა. დ.-ს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, მას საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ა.დ.-ს წვდომა ჰქონდა კლუბ “გურიას“ ანგარიშზე და თანხები უკანონოდ გამოჰქონდა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
“ა.დ. აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა და მას ბრალი წაყენებული აქვს ს.ს.კ. 182 მუხლის “გ“ და “დ“ პუნქტების შესაბამისად, რაც თანხების უკანონოდ მითვისებას გულისხმობს“, _ აღნიშნეს პროკურატურაში.