“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. მას ნუკრი ცარციძე უხელმძღვანლებს.
ახალ კადრს ლანჩხუთის პოლიციაში ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
აღნიშნულ პოსტზე დავით წულაძე რამდენიმე წელი მუშაობდა.
დღემდე, ნუკრი ცარციძე დეტექტივების სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.
ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას დავით წულაძე.