ლანჩხუთის საკრებულოში, სადაც ფრაქციებსა და კომისიებში მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი განხილვის სტადიაშია, დეპუტატები საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთათვის გასამრჯელოს გაზრდაზე ალაპარაკდნენ.
ისინი საოფისე ფართების მოწესრიგებასა და სათანადო ტექნიკით უზრუნველყოფასაც ითხოვენ.
“მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში მოხდეს მე-13 ხელფასის გათვალისწინება; საკრებულოს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ხელფასების მოწესრიგება; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სამუშაო ოთახების მოწესრიგება და კონდიციონერების შეძენა; საკრებულოს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების საოფისე ტექნიკით (კომპიუტერით) უზრუნველყოფა”, _ ასეთია კომისიებისა თუ ფრაქციების სხდომებზე საკრებულოს წევრთა მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნები.