ლანჩხუთის ახლად არჩეულმა საკრებულომ, რომელიც უფლებამოსილების გახორციელებას დღეს შეუდგა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უალტერნატივოდ ბესიკ ტაბიძე აირჩია.
სხდომას, რომელსაც 32 დეპუტატიდან 30 ესწრებოდა, ტაბიძის კანდიდატურას 18-მა დაუჭირა მხარი.
“ევროპული საქართველოსა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ტაბიძის წინააღმდეგი 8 დეპუტატი აღმოჩნდა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.