ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ,,ასტრა ზენეკას” ვაქცინით დღეს აიცრა.

_ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები, რაც დღეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს წინაშე უდიდეს პრობლემადაა ქცეული, _ განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.


































































