კორონავირუსის გამო ლანჩხუთის საკრებულოც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 13 მარტს გასამართი საკრებულოს ბიუროს სხდომა გადაიდო.
სხდომის გამართვის თარიღსა და დროს დამატებით გაცნობებთ“, _ აღნიშნული განცხადება ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.