ლანჩხუთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: მამათში, აცანასა და ორაგვეში ხანძრის კერების ლოკალიზება მოხერხდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ალექსანდრე სარიშვილიც იმყოფებოდა.
„ხანძრის კერები სამ სოფელში იყო და მათი ლოკალიზება უკვე მოხერხდა, თუმცა ცალკეულ ადგილებში მაინც არის დარჩენილი და ამ ეტაპზე მათი ლიკვიდირება ხდება, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ახალი კერების წარმოშობა არ მოხდეს,“-ამბობს სულაბერიძე.