ლანჩხუთის სტადიონს გენერალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაცას lelo.ge ავრცელებს.
„შევიტყვეთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ორი სტადიონის განახლება იგეგმება. ერთ-ერთია ქობულეთის “ჩელე-არენა”, სადაც მონაწილე გუნდები ივარჯშებენ. ასეთივე დატვირთვა ექნება ლანჩხუთის სტადიონს და, აქედან გამომდინარე, გენერალური რეკონსტრუქცია “ევგრაფი შევარდნაძეზეც” იგეგმება“,_ წერს გამოცემა.
ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები ფოთის არენაზე უნდა გაიმართოს, სადაც მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი.