„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლები ორ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხდება არჩევნებისას ქალაქის ადმინისტრაციაში საზღვრების განაწილება.
„ნამდვილად ასეა, ქალაქს ორი მაჟორიტარი ეყოლება მომავალ საკრებულოში. ჩვენც მწირ ინფორმაციას ვფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ჯერ არც ისაა გარკვეული, როგორ მოხდება საზღვრების დადგენა“, _ ამბობს ბისიეშვილი.