ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა.
„გარდაცვლილია კაცი და ქალი. კლინიკაში იწვნენ ასაკოვანი პაციენტები. ერთი მართვით სუნთქვაზე იყო. თანმდევი დაავადებები ჰქოდათ. გარდაცვლილებიდან ერთი ნიგვზიანის, ერთი კი შუხუთის მცხოვრებია“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული 22 ადამიანია გარდაცვლილი.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში 11 დადასტურდა.