ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, 2 წლის წინ გარემონტაებულ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, უკვე შემდგარია სადეფექტო აქტი და საქმის კურსშია კომპანია, რომელმაც საბავშვო ბაღი გაარემონტა:
_ ყველა დეტალს გავივლით, ვნახავთ აქტებს და გავარკვევ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციასაც მოგვიანებით მოგაწოდებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ალექსნადრე სარიშვილმა.