დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
“დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.