ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 48 წლამდე მამაკაცი ამ დილით გარდაიცვალა.
ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ორი მამაკაცი დაშავდა.
17 წლიუს ახალგაზრდამ მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორეს, 48 წლამდე მამაკაცს სხეულის მძიმე დამწვრობები ჰქონდა და იგი თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანიმობილით გადაიყვანეს, თუმცა, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.