ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 341 შემთხვევაა აქტიური.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1088 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 837 პაციენტი, გარდაცვლილია 10.