ლანჩხუთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1428 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1326 ადამიანი, გარდაცვლილია 15. აქტიურია ინფიცირების 93 შემთხვევა.